მეტრეველმა “ნაპოლის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა

მეტრეველმა “ნაპოლის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ნიკა მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:28 წუთი ითამაშა იტალიის მერე ლიგის მორიგ ტურში, თუმცა მისმა „ნაპოლიმ“ „ტრიესტთან“ მარცხი განიცადა. პირველიტაიმის 10 ქულით მოგების შემდეგ ნეაპოლელები მოდუნდნენ და საბოლოოდ შეხვედრა 64:76 დათმეს.
26:28 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნაპოლი” მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს სტუმრად, “ნოვიპიუ კასალესთან” ჩაატარებს.