მეტრეველმა ყოფილ გუნდს სპარინგ-მატჩში 13 ქულა ჩაუგდო

მეტრეველმა ყოფილ გუნდს სპარინგ-მატჩში 13 ქულა ჩაუგდო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა მეტრეველი ახალი სეზონისთვის თავის გუნდ „ნაპოლიში“ ემზადება. ნეაპოლური გუნდი იტალიის ლეგა დუეში, ოქროს ლიგაში გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტრეველი სერია „ა“-ს მერე იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.
ამხანაგურ მატჩში მეტრეველი ყოფილ გუნდ “ფერენტინოს” გაეჯიბრა და 73:67 სძლია, მეტრეველმა კი 13 ქულა ჩააგდო. ცნობისთვის, ნიკა ფერენტინოელთა ღირსებას 2009-10 წლების სეზონში იცავდა, შემდეგ კი, “ბასკეტ რიმინი კრაბსი”, “დინამო სასარი ბასკეტი”, იგივე “ბასკეტ ნაპოლი”, “ფულგორ ომენა”, “სოხუმი” და “როზეტო შარქსი” მოიარა.
ლეგა დუეში სეზონი 5 ოქტომბერს დაიწყება. მანამდე კი, 27 და 28 სექტემბერს, „ნაპოლი“ 2 საკონტროლო მატჩს გამართავს „ფორტიტუდოსა“ და „ფორლისთან“.