მიხეილ ბერუაშვილი სეზონის საუკეთესო მწვრთნელია

მიხეილ ბერუაშვილი სეზონის საუკეთესო მწვრთნელია

სეზონის
საუკეთესო
მწვრთნელი
გახდა „ენერჯი–ინვესტის“ თავკაცი მიხეილ ბერუაშვილი. ფედრაციას ამ ამბისთვის დაწესებული ჰქონდა დიდი ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი.

 მიხეილ
ბერუაშვილმა
აწგასრულებული
სეზონის წინ ჩაიბარა „ენერჯი–ინვესტი“. მანამდე ის ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. მისი თავკაცობით რუსთაველებმა ამ სეზონში დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, შემდეგ მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ხსოვნის ტურნირშიც გაიმარჯვეს, თუმც უმთავრესი ტიტული მისმა გუნდმა გასულ კვირაში მოიპოვა – ჩემპიონი გახდა.

 

მიხეილ
ბერუაშვილს
საპატიო პრიზი სუპერთასის მატჩის დაწყებამდე გიორგი ავალიშვილის შვილმა, ქალბატონმა ნინო ავალიშვილმა გადასცა. სუპერთასის მონაწილე გუნდებს ასევე გადაეცათ წიგნი გიორგი ავალიშვილის ბრწყინვალე სამწვრთნელო კარიერის შესახებ.