თბილავიამშენს გიორგი ნიკოლაძემ მოაგებინაკოტე ტუღუშს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა
A ჯგუფი
ენერჯი ინვესტი – ვითა 101:7228:13, 31:16, 15:23, 27:20ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (20 ქ. 5 მ), დიდია (14 ქ. 3 მ. 3 პ. 3 ჩ), ტუჯანი (13 ქ. 7 მ. 3 პ), გოგობერიშვილი (11 ქ. 3 პ), ჭოჭუა (8 ქ. 6 მ. 5 პ), ბოისა (8 ქ. 5 მ).ვითა: მარკოიშვილი (16 ქ. 3 პ. 3 ჩ), ბეჟანიშვილი (12 ქ. 6 მ. 5 პ. 1 ჩ), მარხვაშვილი (12 ქ. 3 მ. 3 პ), ბერძენიშვილი (11 ქ. 4 მ), ძიძიგური (8 ქ).
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა და აღნიშნული შეხვედრის მთავარმა ფავორიტმა, “ენერჯი ინვესტმა” ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და “ვითას” პირველივე ტაიმში დიდი სხვაობით გადაასწრო.დავით უსტიაშვილის გუნდმა მატჩი 14 ზუსტი სამქულიანით დაასრულა, ხოლო რუსთაველთა ფორვარდმა ზვიად ბაბიაშვილმა კი ხუთივე მოხსნა შეტევაში გააკეთა და ორივე სამქულიანი უშეცდომოდ შეასრულა. დიდი შესვენების მერე, მასპინძლეთა თავკაცმა თამაშის საშუალება განაცხდში შეყვანილ ყველა მოთამაშეს მისცა და ახალგაზრდებმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ყველაზე. კერძოდ, გეგი ლიპარტელიანმა 7 ჩაჭრით აღნიშნული ტურნირის რეკორდი დაამყარა, ხოლო აკაკი დვალიშვლიმა კი 5 წუთში ორიდან ორი შორეული სროლა გამოიყენა და მატჩი 9 ქულით დაასრულა.ხვალ ფინალია, რომელშიც “ენერჯი ინვესტი” “თბილავიამშენს” დაუპირისპირდება.
1. ენერჯი ინვესტი 2:0 4 ქულა2. ვითა 1:1 33. მაკაბი 0:2 2
B ჯგუფი
თბილავიამშენი – თსუ 75:7211:23, 23:14, 20:14, 21:21თბილავიამშენი: მათიაშვილი (17 ქ. 10 მ. 4 დ. 3 პ. 2 ჩ), ტუღუში (11 ქ. 11 მ. 8 პ. 1 ჩ), მინაშვილი (11 ქ. 3 მ), როდუმტა (10 ქ. 10 მ. 3 ჩ. 3 დ), ბერაია (8 ქ).თსუ: დ. ბარბაქაძე (27 ქ. 12 მ. 3 პ. 3 ჩ), კეიდია (20 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), ჩიტაშვილი (3 ქ. 8 პ. 5 მ. 3 ჩ).
“თბილავიამშენს” უკვე მერამდენედ ამ სეზონში გიორგი ნიკოლაძემ მოაგებინა, რომელმაც ძირითადის დასრულებამდე 4 წამით ადრე სამქულიანით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.არადა, თსუ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, ხოლო “თბილავიამშენი” კი პირველად მესამე მეოთხედის ბოლო წამზე დაწინაურდა, როდესაც კოტე ტუღუშმა შორეული სროლა გამოიყენა და ლევან მოსეშვილის შეგირდები 54:51 გავიდნენ წინ. ბოლო მეოთხედშიც თსუ დაწინაურდა და ბოლო წუთებში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ტუღუშის პასითა და მათიაშვილის საშუალო სროლით “თბილავიამშენმა” ანგარიში გაათანაბრა, მერე კი მეხუთე ჯარიმით ჯერ იგივე მათიაშვილი, შემდეგ კი ირაკლი კეიდია (19/9 ზუსტი სროლა) გავარდნენ. “თბილავიამშენმა” მოიგო და შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით ფინალში გავიდა. კოტე ტუღუშს კი ზედიზედ მეორე მატჩია, სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.
1. თბილავიამშენი 2:0 4 ქულა2. თსუ 1:1 33. დინამო 0:2 2
ხვალ. ფინალი: ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი (15:00).