ნბა-ში ერთმანეთსთორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას გუნდები შეხმდნენ, თუმცა მოედანზე ვერც ერთი ქართელი ვერ ვიხილეთ. ფაჩულიას ტრავმა აწუხებს, რის გამოცუკვე მე-2 შეხვედრაა, არ უთამაშია, შენგელია კი საღსალამათი იყო, თუმცა მწვრთნელს მოედანზე არ გაუყვანია.
ბრუკლინელთა თავკაცმა, ჯეისონ კიდმა შენგელია და რამდენიმე სხვა სათადარიგო სავარაუდოდ იმიტომ არ ათამაშა, რომ თავის უშუალო კონკურენტს ხვდებოდა და გამარჯვების მოპოვება უსიკვდილოდ უნდოდა. აღმოსავლეთში ბოლოადგილოსან “მილუოკისთანაც” რომ წაეგო, თავის გასამართლებელი არაფერიღა ექნებოდა.
ასე კი, 9 მოთამაშით, “ბრუკლინმა” “მილუოკი” 92:80 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვა. შენგელიას გუნდს 14 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ფაჩულიას გუნდს კი 4 მოგება და 16 წაგება გააჩნია, რაც აღმოსავლეთში უცუდესი შედეგია.
ქართველთა გუნდების მორიგი მატჩები 11 დეკემებრის დილას ელით. “ბრუკლინ ნეთსი” “ბოსტონს” უმასპინძლებს, ხოლო “მილუოკი ბაქსი” “ჩიკაგო ბულზს” ესტუმრება.