ხუთშაბათს ნბა-ში ერთი მატჩი გაიმართა და ისიც „მილუოკი ბაქსის” მონაწილეობით. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ინდიანა პეიზერსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 111:107 დაამარცხა.
მილუოკელთათვის ზედიზედ მეორე გამარჯვეა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყოფებს „მაიამი” წამოეწია და ახლა სხვაობამ კვლავ სოლიდურობა შეიძინა. ფაჩულიას გუნდს 36-36 მოგებ-წაგება აქვს, ხოლო მე-7 ადგილზე მყოფ მაიამელების ანალოგიური შეფარდება 33-38 შეადგენს.
„ინდიანასთან” მატჩში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელებსულიდერა თურქმა ერსან ილიასოვამ, რომელმაც თავი 34 ქულას მოყარა.
მომდევნო მატჩი მილუოკელებს შინ, ლიგის ლიდერ „გოლდენ სტეიტთან” 28 მარტს ელის.