მინისაკალათბურთო ფესტივალი: მეორე დღე

მინისაკალათბურთო ფესტივალი: მეორე დღე

დღეს მინისაკალათბურთო ფესტივალის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 7 შეხვედრას უმასპინძლა. მატჩები საინტერესოდ წარიმართა. ზოგ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა, იმდენად დიდი იყო ერთი გუნდის უპირატესობა მეორეზე.
ყველაზე დაძაბული ორბი 1-ისა და „ბათუმის“ შეხვედრა გამოდგა. თითქმის მთელი თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმც ბოლო წუთებში „ორბის“ მოთამაშეებმა შედეგიანობა გამოიჩინეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს. ეს „ორბი 1“-ის მეორე გამარჯვება იყო და ზვიად დიდბარიძის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.
მეშვიდე მატჩის შედეგი ცხრილში არაა შეტანილი. საქმე იმაშია, რომ 47-ე საჯარო სკოლის გუნდი ტურნირში უკონკურსოდ გამოდის და მის მიერ ნაჩვენები შედეგები ცხრილზე არ აისახება. კოკნურსგარეშე შეხვედრაში “დინამომ” 47-ე სკოლა 50:20 დაამარცხა
ხვალ, 4 ივნისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზი კიდევ 7 შეხვედრას უმასპინძლებს.

 
ფესტივალი მინი კალათბურთში 2000 წელს დაბადებულთა შორის. 3 ივნისიმ
„ა“ ჯგუფი
ქუთაისი – ორბი 1  63:13
1:23, 5:12, 2:18, 5:14
ორბი: ბოჭორიშვილი 5
ქუთაისი: ჭეიშვილი 13, კენჭაძე 8
აკადემია 1 – ფოთი         59:34
15:5, 12:2, 17:8, 0:9
აკადემია: ზურაბიშვილი 20, კვაჭანტირაძე 13
ფოთი: პერტაია 23
„ბ“ ჯგუფი
გორი – ოზურგეთი 44:20
10:3, 16:2, 4:9, 14:6
გორი: ხუბულაშვილი 18, თაგვარელი 12
ოზურგეთი: ხაჩატურიანი 9
ორბი 1 – ბათუმი   39:31
12:9, 4:5, 6:5, 17:12
ორბი: ჭოლაძე 9, გორგაძე 8
ბათუმი: მაზიაშვილი 13, ჯაიანი 6
 
„გ“ ჯგუფი
აკადემია 2 – ზესტაფონი 18:29
7:10, 6:4, 5:6, 0:9
აკადემია: ანდრონიკაშვილი 4, ვასაძე 4, რამიშვილი 4
ზესტაფონი: ჩადუნელი 21
ჰიუნდაი – რუსთავი         48:30
10:9, 11:6, 12:4, 12:11
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი 19, წენგუაშვილი 14
რუსთავი: კვინიკაძე 11, გავაშელიშვილი 6