მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული

მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული

დასრულდა 2001 წელს დაბადებულთა მინისაკალათბურთო ფესტივალი, რომელიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა კალათბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ჩაატარა. შეჯიბრში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ფინალში თამაშის უფლება „აკადემიამ“ და „ჰიუნდაიმ“ მოიპოვეს, ჩემპიონის ტიტული კი აკადემიელებმა დაისაკუთრეს.
 

 
ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს „კარდინალი“ და“მართვე“ დაუპირისპირდნენ. კარდინალებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს და ფესტივალის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ. ფინალური შეხვედრა ბევრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის უმეტესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში გაილია. შეხვედრის ბოლო 5 წუთში აკადემიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, რაც ანგარიშზეც აისახა. ალეკო ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი აკადემიელები გამარჯვებამდე წარმატებით მივიდნენ და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
 
ტურნირის გამორჩეული მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ყველა გუნდის 2-2 საუკეთესო მოთამაშე გამომცემლობა „პალიტრა L”-ისგან წიგნებით დასაჩუქრდნენ, ხოლო ტურნირის საუკეთესო მ ოთამაშეგოგონას (ფესტივალზე დაშვებული იყო გოგონების ასპარეზობა) კომპანია „ბილაინმა“ მობილური ტელეფონი გადასცა. დასაჩუქრდა ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი, აკადემიელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც მაღაზია „დიზელისგან“ აქსესუარი გადაეცა. საჩემპიონო თასით აკადემიელები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დააჯილდოვა.
 
4 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მე-3 ადგილისთვის
კარდინალები – მართვე   52:20
21:9, 10:3, 10:8, 9:0
კარდინალები: ნიკოლაიშვილი (19), ბოჭორიშვილი (88)
მართვე: მეგენეიშვილი (7)
 
ფინალი
ჰიუნდაი – აკადემია                  39:49
8:11, 13:12, 10:14, 8:12
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი (18), ქავთარაძე (17)
აკადემია: ანდრონიკაშვილი (19) ზურაბაშვილი (17)