საფრანგეთის ქალაქ ლილში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინა დღეს ფიბა-ევროპის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. კერძოდ, დადგინდა თარიღი, თუ როდის დასახელდება ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა.
ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილის მქონე ქვეყნებმა განაცხადი ფიბა-ევროპაში 2 ნოემბრამდე უნდა შეიტანონ. შემფასებელი კომისიის წევრები კანდიდატთა მიერ შეთავაზებულ დარბაზებს ნოემბერშივე მოინახულებენ, გადაწყვეტილება კი 11-12 დეკემბერს იქნება გამოტანილი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ფედერაციებს საშუალება ექნებათ განაცხადი გააკეთონ როგორც მთლიანი ტურნირის მიღებაზე, ასევე 1 ჯგუფის მატჩების ანაც 1 ჯგუფის მატჩების და პლეი-ოფის მასპინძლობაზე.
შეიცვალა ევრობასკეტის კალენდარში არსებული სათამაშო დღეების რაოდენობა. ევრობასკეტ-2017-ზე გუნდების დასვენებისთვის 2 დღით მეტი ექნებათ. 1 დღე ჯგუფურ ეტაპზე იქნება დამატებული, კიდევ ერთ დასვენების დღეს კი ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფს შორის პერიოდში გამყოფენ.