“მონბუსთან” მოგებულ ვიტორიელებს შენგელიამ 12 ქულა შეაშველა

“მონბუსთან” მოგებულ ვიტორიელებს შენგელიამ 12 ქულა შეაშველა

თორნიკე შენგელია ბასკურ „ლაბორლ კუჩაში“ სტაბილურ თამაშს აგრძელებს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველმა ლეგიონერმა შესანიშნავად ითამაშა და ვიტორიელებს „მონბუსის“ 85:77 დამარცხებაში დაეხმარა.
 
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ბოლო მატჩების უმეტესობისა არ იყოს, ახლაც 12 ქულა დააგროვა. თორნიკემ 23 წუთი ითამაშა და ზუსტი მიზნი გამოვლინა: ვიტორიელთა ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 
 
შენგელიას საბოლოოდ 12 ქულა, 3 მოსნა და თითო პას-ჩაჭრა დაუგროვდა. თორნიკეზე მეტი ვიტორიელთაგან მხოლოდ მაიკ ჯეიმსს (18 ქულა) და კოლტონ აივერსინს (14) დაუგროვდათ. რაც შეეხებათ მონბუსელებს, დამარცხებულ გუნდს პოლონელმა ადამ ვაჟინსკიმ 26 ქულით ულიდერა.
 
8 მოგებითა და 9 მარცხით „ლაბორალი“ ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება და მორიგ მატჩს 25 იანვარს შინ „ბარსელონასთან“ გამართავს.