მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, მარვინ ჰარვი “აკადემიაში” ვარჯიშებს ჩაატარებს

მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, მარვინ ჰარვი “აკადემიაში” ვარჯიშებს ჩაატარებს

მსოფლიოში ცნობილი საკალათბურთო ინსტრუქტორი მარვინ ჰარვი თბილისში ჩამოდის, რომელიც 24 აპრილს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ეწვევა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ვარჯიშებს ჩაუტარებს.
მარვინ ჰარვის ამერიკის ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი) აქვს საკუთარი საკალათბურთო „სროლის აკადემია“. ჰარვი ითვლება მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ძლიერ სროლის სპეციალისტად.  მას რამდენიმე თიკუნი აქვს – „სროლის დოქტორი“, „მასწავლებელი“.
მარვინ ჰარვის არაერთი წიგნი გამოუცია სროლის ხელოვნების შესახებ, ის ამზადებს ვიდეო–სახელმძღვანელოებსაც იმათთვის, ვისაც გამართული სროლის სწავლა სურს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჰარვის აქვს უამრავი საკალათბურთო კემპი ჩატარებული, საქართველოში ის სერბეთიდან ჩამოდის, სადაც სროლის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა მწვრთნელ–მოთამაშეებს.
მარვინ ჰარვი „აკადემიის“ დარბაზს 24 აპრილს, 2 საათზე ესტუმრება და როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის სროლის გაკვეთილებს ჩატარებს.