MVP-ის ტიტულის პრეტენდენტი გიორგი შერმადინი ევროთასს გამოეთიშა

MVP-ის ტიტულის პრეტენდენტი გიორგი შერმადინი ევროთასს გამოეთიშა

გიორგი შერმადინის “უნიკახა” ევროთასს გამოეთიშა. ქართველი ცენტრის გუნდმა გერმანულ “ალბას” მეოთხედფინალურ სერიაში პირველი მატჩი ბერლინში მოუგო, თუმცა მას შემდეგ ორჯერ ზედიზედ წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ბერლინში, 13 მარტს გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა 79:75 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. შერმადინი კი, რომელიც ევროთასის გათამაშების სეზონის MVP-ის კანდიდატად მიიჩნეოდა, გათამაშებას გამოეთიშა და აღნიშნული ტიტულის მოგების შანსიც დაკარგა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:12 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.