ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. „ქუთაისს“, „ბათუმს“ და „აკადემიას“ თბილისის „ორბიც“ შეემატა და ოთხეულიც შეიკრა.
მეოთხედფინალური მატჩები თავდაპირველად რეგიონებში გაიმართა. ,,ქუთაისმა“ ,,ჰიუნდაის“ უმასპინძლა და მეტოქე 80:46. შეხვედრა თავიდანვე ქუთაისელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომელმაც პირველ ტაიმში სოლიდური სხვაობით, 35:22 იმარჯვა. მოპოვებული უპირატესობა ,,ქუთაისმა“ მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნა, ხოლო დასკვნით პერიოდში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა და მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვა. 
,,ჰიუნდაის“ შემადგენლობაში თავი თორნიკე აბულაძემ გამოჩინა, რომელმაც 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო მასპინძლებს 25 ქულით იოანე გუბაევმა ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა გუბაევის თანაგუნდელმა ლადო ფურცხვანიძემ, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 12 მოხსნაა.
მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ,,ბათუმმა“ დიდი სხვაობით დაამარცხა რუსთავის გუნდი და ნახევარფინალში გავიდა. ,,ზღვისპირელებმა“ ყველა კომპონენტში აჯობეს რუსთაველებს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
აღსანიშნვაია, რომ ბათუმის გუნდში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა: დავით აფხაზავამ 29 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა  დააგროვა, ალეკო ფევაძემ 14 ქულა და  10 მოხსნა, ხოლო ლევან ბაბილოძემ 35 –  ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
რაც შეეხება რუსთავის გუნდს, მის შემადგენლობაში 27 ქულით ნიკა აბაიშვილი გამოირჩა, ხოლო 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გუგა პატაშურმა გაიფორმა.
მეოთხედფინალში რეგიონალურთან ერთად 2 თბილიური გუნდიც ითამაშებს: „აკადემია“ და „ორბი“. აკადემიელებმა მეოთხედფინალში „ავერსი“ 109:46 გაანადგურეს. რაც შეეხება „ორბს“, ზვიად დიდბარიძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში „დინამოს“ 73:65 მოუგო.
მაშ ასე, ნახევარფინალები 14 მაისიდან დაიწყება, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ

რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი