გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების კომენტარებს გუშინ ჩატარებული კენჭისყრის შესახებ:
ვიქტორ სანიკიძე
“ვფიქრობ, არაა ისეთი ჯუფი, რომ წარმატებაზე არ ვიფიქროთ. ჩემი აზრით, სამეულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. საამისოდ შინაური თამაშები უნდა მოვიგოთ აუცილებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუმრად წარმატების შანსი არ გვაქვს. ყველა მატჩში მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებიოთ და რა გამოგვივა, ტურნირის დასრულების შემდეგ ვნახავთ”.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
“A ჯგუფში ძალიან ძლიერი გუნდები მოხვდნენ. ჩვენს ქვეჯგუფში აშკარა ფავორიტები არ არიან, მაგრამ მაინც ძალიან რთული მატჩები გველის”.
ანატოლი ბოისა
“ოცნების ჯგუფია. სხვებთან შედარებით აშკარად იოლი ჯგუფია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ A დივიზიონში სუსტი გუნდი არ არსებობს. წინასწარ ვერავინ იტყვის რომელი ჯგუფიდან ვინ გავა”.
კოტე ტუღუში
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლებელი იყო, იტალია, ისრაელი, მაკედონია და სხვა კერკეტი გუნდები შეგვხვედროდნენ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთვის კარგ ჯგუფში მოვხვდით. კალათბურთელთა გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა მეტოქესთან ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს. ფავორიტების და აუტსაიდერების დასახელება არ მიმაჩნია მართებულად, რადგან მთლიანობაში თანაბარი გუნდები შეიკრიბნენ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველას თანაბარი აქვს.