თურქეთიდან დაბრუნებულმა 16–წლამდელთა ნაკრებმა მორიგი
გამარჯვება მოიპოვა 18–წლამდელთა ჩემპიონატში. კადეტებმა „ნიკეს“ 20
ქულით მოუგეს და მე–2 ადგილზე აინაცვლეს, თუმც ერთით მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.
დღევანდელ მატჩში ნაკრებს ირაკლი მიქელაძემ ულიდერა, რომელმაც 16 ქულა
და 5 პასი მოაგროვა, ხოლო ბექა ნადირაძემ 14 ქულა მიითვალა. გამოსარჩევია
ქუთაისელი გიორგი ცირეკიძის გარჯა, რომელმაც 12 წუთში 10 მოხსნის მოპოვება
მოახერხა. სხვათა შორის, ორმა ქუთაისელმა მეფარემ – ცირეკიძემ და თემურ ფხაკაძემ
ერთნაირი შედეგიანობა ჩვენეს: 6 ქულა და 10 მოხსნა.
რაც შეეხევათ ნიკელბთ, მათა ლიდერებმა უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა
აჩვენეს. გიორგი ტეტელაშვილმა 26 ქულა, ხოლო დავით ხომასურიძემ 23 მოხსნა
მიითვალა, თუმც „ნიკეს“ აკლდა გუნდური თამაში და მარცხის მიზეზიც ესაა.
სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=134