ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო: მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას

ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო: მხარი დაუჭირეთ ზაზა ფაჩულიას

ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთულების შესარჩვი გამოკითხვა დაიწყო. რიგით 65-ე ოლ სტარი პირველად ჩატარდება ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ და მას კანადური ტორონტო უმასპინძლებს. ეს ქალაქი კანადის კია, თუმცა ნბა-ს ფერხულში აქტიურადაა ჩაბმული და უკვე 20 წელია, ამერიკის ნაციონალურ საკალათურთო ასოციაციაში „რეპტორსის“ სახელით გუნდი გამოჰყავს.
ნბა-ს ერთადერთი მოქმედი ქართველი მოთამაშე ზაზა ფაჩულია, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, გამოკითხვაში დასავლეთ კონფერენციის ცენტრებშია წარმოდგენილი. ნებისმიერ მსურველს, რომელიც ნბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა დარეგისტრირებული (ან დარეგისტრირდება), შესაძლებლობა აქვს, მხარი დაუჭიროს ქართველ კალათბურთელს.
ზაზასთან ერთად საჭიროა კიდევ 9 კალათბურთელი შევარჩიოთ და მივცეთ ხმა. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად მხოლოდ ხუთულები შეირჩევა, ხოლო ყველა ვარსკვლავის მატჩის დარჩენილ 14 (7-7 თითო გუნდიდან) მოთამაშეს  მწვრთნელები შეარჩევენ.
ყველა ვარსკვლავის მატჩი 2016 წლის 14 თებერვალს, ტორონტოს “ეარ კანადა სენთერი” უმასპინძლებს.
შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ოლ სტარში მოსახვედრად.
თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/
ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. ხმის მიცემის პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ zaza pachulia და ვაბამთ #nbavote. ანუ შემდეგნაირად: zaza pachulia #nbavote და ამ ტექსტს ვფოსტავთ ფეისბუქის სტატუსად. 
ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც. 
იაქტიურეთ და მხარი დაუჭირეთ ზაზას!!!

ერთ-ერთი ქართველი ქომაგის საოლსტარე ხუთეულები