ნბა-ს ოლ სტარის სათადარიგოდ მწვრთნელმა ფაჩულია არ დაასახელა

ნბა-ს ოლ სტარის სათადარიგოდ მწვრთნელმა ფაჩულია არ დაასახელა

2016 წლის ნბა-ს ოლ სტარი ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაივლის. სამწუხაროდ, მწვრთნელებმა ქართველი კალათბურთელი გუნდში არ აიყვანეს. მათ მიერ დასახელებული ოლ სტარის გუნდების ყველა სათადარიგოს გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიაზე ნაკლები ხმა ჰქონდა.  დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა და აღმოსავლეთის თავკაცმა ტაირონ ლუმ საბოლოოდ ეს 7-7 სათადარიგო შეარჩიეს:

დასავლეთი: ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო), დემარკუს ქაზენსი (საკრამენტო), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ჯეიმზ ჰარდენი (ჰიუსტონი), დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი (ორივე გოლდენ სტეიტი), კრის პოლი (კლიპერსი)
აღმოსავლეთი: კრის ბოში (მაიამი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო), დემარ დეროზანი (ტორონტო), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), პოლ მილსეპი (ატლანტა), აიზია ტომასი (ბოსტონი), ჯონ ვოლი (ვაშინგტონი).
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები:
დასავლეთი: კობი ბრაიანტი (ლეიკერსი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კავაი ლეონარდი (სან ანტონიო), კევინ დიურანტი, რასელ ვესტბრუკი (ორივე ოკლაჰომა) მწვრთნელი: ლაირონ ლუ (კლივლენდი)
აღმოსავლეთი: კაილი ლოური (ტორონტო, დუეინ ვეიდი (მიამი), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი), პოლ ჯორჯი (ინდიანა), კარმელო ენტონი (ნიუ იორკი) მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი (სან ანტონიო)