ნბა-ს ოლ სტარის სათადარიგოები მწვრთნელებმა დაასახელეს

ნბა-ს ოლ სტარის სათადარიგოები მწვრთნელებმა დაასახელეს

ნბა-ს ოლ სტარის მატჩის ყველა მონაწილე ცნობიი გახდა. სამწუხაროდ, სიაში ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტის” ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც გულშემატკივართა გამოკითხვაში მილიონნახევარზე მეტი ხმა მიიღო და სასატარტო ხუთეულში მოხვედრამდე ძალიან მცირედი დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ “ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულები ფანების, მოთამაშეებისა და მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგებით შედგა, შვიდ-შვიდი სამარქაფო კი მწვრთნელებს უნდა შეერჩიათ. დასავლეთ კონფერენციის გუნდს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” თავკაცი სტივ კერი წარუძღვება და მის გუნდში “მეომრების” კიდევ 2 წარმომადგენელი მოხვდა, თუმცა, სამწუხაროდ მათ შორის არაა ზაზა ფაჩულია. ამდენად, საბოლოოდ გაირკვა, რომ ქართველი ცენტრი, რომელმაც ქომაგებისგან მილიონნახევარზე მეტი ხმა მიიღო, ვარსკვლავურ უქმეებზე ვერც ამჯერად გაირჯება. შეგახსენებთ, რომ მომავალ “ოლ სტარი” 19 თებერვალს ნიუ ორლეანში შედგება და 3 კალათბურთელის მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს. აღმოსავლეთში ამგვარი კემბა ვოკერია, დასავლეთში კი – გორდონ ჰეივორდი და დეანდრე ჯორდანი.
 
დასავლეთ კონფერენციის სათადარიგოები რასელ ვესტბრუკი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზინსი, მარკ გასოლი, დეანდრე ჯორდანი, გორდონ ჰეივორდი.
 

აღმოსავლეთ კონფერენციის სათადარიგოები აზია ტომასი, კაილ ლოური, კემბა ვოკერი, ჯონ ვოლი, პოლ ჯორჯი, კევინ ლავი, პოლ მილსეპი.