„ბრუკლინისა“ და „ჩიკაგოს“ პლეი ოფის სერია თორნიკე შენგელიას გარეშე დრამატულად მიმდინარეობს. პირველი გამარჯვების შემდეგ ბრუკლინელებმაზედიზედ 3 მატჩი წააგეს, რომელთაგანაც ბოლო, 27 აპრილს გამართული, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იყო პლეი ოფის თანამედროვე ისტორიაში.
„ბრუკლინი“ ჩიკაგოში ბოლო მეოთხედში 109:95 იგებდა და ახლოს იყო მოედნის უპირატესობის დაბრუნებასთან, მაგრამ მასპინძლებს მხსნელად ნეით რობინსონი მოევლინათ. ვეტერანმა ჩია გამთამაშებელმა ბოლო მეოთხედში 23 ქულა დააგროვა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. თუმცა ეს არ იყო ბოლო პერიოდი. შემდეგ კიდევ 2 დამატებითი ექსტრახუთწუთეული დაინიშნა და საბოლოოდ ჩიკაგოელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 142:134.
რობინსონმა მოხსნა „ჩიკაგოს“ კლუბის რეკორდი და გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სათადარიგოს სტატუსით პლეი ოფში 34 ქულა მოაგროვა. ის 1 ქულით მიუახლოვდა მეორე რეკორდს, რომელიც მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის და გულისხმობს პლეი ოფის მატჩის მეოთხე პერიოდში ჩაგდებულ ქულებს. ჯორდანის შედეგი 24 ქულაა, რომელიც მან „ფილადელფიასთან“, 1990 წელს, კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში მოაგროვა. ბრუკლინელთაგან საუკეთესო დერონ უილიამსი იყო 32 ქულით. ბრუკ ლოპესმა 26 მიითვალა, ხოლო ჯო ჯონსონმა – 22.
მატჩის გმირი – ნეით რობინსონი
სერია ისევ ბრუკლინში ინაცვლებს, სადაც მომდევნო მატჩი 29 აპრილს გაიმართება. თუკი შენგელიას გუნდი იმარჯვებს, მომდევნო შეხვედრა 1 მაისს ჩატარდება და იმის მოგების შემთხვევაში სერიის გადამწყვეტ, მე-7 მატჩს ჩიკაგო უმასპინძლებს.