ნიკა მეტრეველის დებიუტი “კაზერტაში”: 7 ქულა და 8 მოხსნა 16 წუთში

ნიკა მეტრეველის დებიუტი “კაზერტაში”: 7 ქულა და 8 მოხსნა 16 წუთში

„რეჯია კაზერტაში“ 16 წუთიანი დებიუტი ნიკა მეტრეველმა 7 ქულითა და 8 მოხსნით აღნიშნა. აღნიშნულ კლუბში იტალიის სერია „ა“-ს კიდევ ერთი წარმომადგენელ „კაპო დ’ორლანდოდან“ გადასულმა ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისი ახალი გუნდი შინ „ვარეზესთან“ დამარცხდა – 70:77.
ნიკა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 3-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თანაგუნდელ დოუნს მიკასთან ერთად ქართველ ფორვარდს კაზერტელთაგან ყველაზე მეტი მოხსნა დაუგროვდა. პიზტოიელთაგან 24 ქულით საუკეთესო საივა პეიტონი გახლდათ.
6 მოგებით და 10 მარცხით მეტრეველის გუნდი 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩი კაზერტელებს 24 იანვარს, სტუმრად „ტორინოსან“ ელის.