ნიკა მეტრეველის “როზეტომ” გასვლითი გამარჯვება მოიპოვა

ნიკა მეტრეველის “როზეტომ” გასვლითი გამარჯვება მოიპოვა

ნიკა მეტრეველის “როზეტომ” გამარჯვება იზეიმა. იტალიის ლეგადუეს ვერცხლის ლიგაში მოთამაშე როზეტოელები “ბაუერ მატერას” ესტუმრნენ და 11 ქულით დაამარცხეს – 92:81.
მეტრეველმა 17:40 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეაწია. ნიკამ მასპინძეთა კალათ 2-ჯერ შეუტია, საიდანაც 1 სროლა ჩააგდო. გამარჯვებულებს 32 ქულითა და 12 მოხსნით გუნდის უცვლელმა ლიდერმა ალექს ლეგიობნმა ულიდერა.
მეტრეველის გუნდს, რომელსაც 13 მოგება და ამდენივე მარცი ქვს,  ამ გამარჯვების შემდეგ მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.