ნიკა ცქიტიშვილი ამერიკაში გაფრინდა

ნიკა ცქიტიშვილი ამერიკაში გაფრინდა

საქართველოს ნაკრების წევრი, ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ვარჯიშაც განაახლებს და რამდენიმე საზაფხულო კემპშიც მიიღებს მონაწილეობას. ნიკა თავიდან დენვერში ინდივიდუალურად მოემზადება, რის მერეც სან ანტონიოში ჩავა და “სპურსის” მიერ მოწყობილ კემპში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კემპში მონაწილეობენ, როგორც დრაფტისთვის სრულ მზადყოფნაში მყოფი მოთამაშეები, ასევე ისინი, ვინც ჯერაც “სპურს” ეკუთვნის და თვის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემათ.