ნიკა ცქიტიშვილი ირანულ ფინალშია

ნიკა ცქიტიშვილი ირანულ ფინალშია

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონობას მიუახლოვდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალშია. “მაჰრამმა” აზადის უნივერსიტეტის გუნდს ნახევარფინალური სერიის ზედიზედ მე-3 მატჩიც პრობლემების გარეშე – 92:78 მოუგო  და ირანის  ჩემპიონატის სატიტული სერიაში გააღწია.
ცქიტიშვილმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 35:26 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცქიტიშვილის ეფექტურობის კოეფიციენტი 18 გახლდათ, რითაც იგი მხოლოდ თანაგუნდელ ბაჰრამ ნიხამის ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 34 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში ერთმანეთს „პეტროჩიმი“ და „ფულად მაჰანი“ ხვდებიან.   და ანგარიში 2:1-ია ამ უკანასკნლის სასარგებლოდ.