საქართველოს ნაკრების წევრი, ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი კარიერას იტალიურ “ტერამოში” გააგრძელებს, რომელიც აპენინების სერია A-ში გამოდის. ცქიტიშვილს სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა მან იტალიაში დაბრუნება ამჯობინა. ნიკას აყვანა ასევე “დენვერ ნაგეტსს” სურდა, ბოლოს კი მისი დაბრუნებს სურვილი ესპანურმა “კახა სან ფერნანდომაც” გამოთქვა, სადაც ცქიტიშვილს შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი ჰქონდა აგტარებული.
ნიკაზე “ტერამოს” პრეზიდენტმა ანტონეტომაც ისაუბრა: “ცქიტიშვილის დამატება გუნდს გააძლიერებს. ნიკა ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც როგორც ფორვარდად, ასევე ცენტრადაც გამოვიყენებთ. ნიკას ამერიკაში დაბრუნება სურს, რისთვისაც საკმარისი სათამაშო დრო სჭირდება და ეს მას “ტერამოში” ნამდვილად ექნება.”
ცქიტიშვილი იტალიაში მანამდე “ბენეტონში” თამაშობდა, რის მერეც ქართველი ფორვარდი “დენვერმა” დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია. მის კარიერაში ასევე “მინესოტა”, “ფინიქსი” და “ნიუ იორკი” იყვნენ.
რაც შეეხება მის გუნდს, “ტერამო” შარშან მე-15 ადგილზე გავიდა.