„დინამოს“ ბაზაზე
გამართული 3 მატჩიდან საინტერესო ბრძოლა „ნიკეასა“ და „საბურთალოს“ შორის ვიხილეთ.
შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გია ტეტელაშვილის „ნიკეას“ სასარგებლოდ გადაწყდა.
„ნიკეამ“ საწყისი მეოთხედი 16:10 მოიგო, თუმცა ალექსანდრე ფერიაშვილის
გაწვრთნილმა საბურთალოელებმა მოინდომეს და მომდევნო ათწუთეულები შესაბამისად 7 და
2 ქულით მოიგეს, რას ირაკლი ჩიტიძისა და გურამ ბრეგვაძის დამსახურება იყო. ასევე
კარგად ირჯებოდა სოლომონ ბაღაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 18 მოხსნა მიითვალა.
„საბურთალო“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 3 ქულით იგებდა და ახლოს იყო
სეზონის პირველ გამარჯვებასთან, მაგრამ მეტოქემ არ დაანება. საბურთალოელებმა
შეცდომებს უხშირეს, „ნიკეას“ ვოვა ბულიგინი გამოადგა, რომელსაც მხარი მირზაშვილმა
და გაგნიძემაც აუბეს და საბოლოოდ ტეტელაშვილის გუნდმა 52:46 მოიგო.
რუსთაველებმა 72:29 დაამარცხეს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი, რაც
ლოგიკური შედეგი გახლდათ. ხოლო „ზაზამ“ თბილისის „დინამოს“ არ დაუტოვა შანსი და 73:31
დაამარცხა. ძალიან კარგად ითამაშა „ზაზას“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა აჩიკო
პულუზაშვილმა, რომელმაც 24 ქულა, 17 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.
ამით წლეულს 16–წლამდელთა ჩემპიონატის თამაშები დასრულდა. მორიგი შეხვედრები უკვე ახალ, 2011 წელს გაიმართება.