ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც გასული სეზონი იტალიურ “ტერამოში” გაატარა, ამიერიდან ესპანური “ფუენლაბრადაში” გადაბარგდა.“სკიტა” აპენინურ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო დაშორდა, პირენეებზე კი სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დარჩება.
ცქიტიშვილი ახლა თბილისში იმყოფება და მადრიდულ კლუბს უახლოეს ხანში შეუერთდება. “ფუენლაბრადას” ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონში 11 სეზონი აქვს ჩატარებული, თუმცა, კლუბისთვის არც ქვედა ლიგებში მოგზაურობაა უცხო.ბოლოს მადრიდელები ელიტას 2004-05 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდნენ და მომდევნო ჩემპიონატებში, შესაბამისად, მე-10, მე-12 და მე-13 ადგილებს იკავებდნენ. მიმდინარე სეზონში “ფუენლაბრადამ” “მურსიას” 97:81 სძლია, “პამესასთან” გასვლითი მატჩი 75:81 დათმო, შემდეგ “გრან კანარიასთან” 75:86 დამარცხდა, მე-4 ტურში კი მადრიდელებმა სტუმრად “სარაგოსას” 73:66 მოუგეს.ამჟამად ცქიტიშვილის ახალ კლუბს ესპანურ პრიმერადივიზიონში 17 გუნდს შორის მე-9 ადგილი უკავია.გუნდის თავმჯდომარე ხოსე კინტანა ვიარია, ხოლო მთავარი მწვრთნელი – ლუის გუილი.“ფუენლაბრადას” 6 ლეგიონერი ჰყავს: არგენტინელები მაინოლდი და სანდესი, ამერიკელი ოლესონი, სერბი რადივოევიჩი, პუერტო-რიკოელი რამოსი და ლატვიელი ვალტერსი.