ოლიმპიაკოსში დებიუტი შერმადინმა ხუთიანებით აღნიშნა

5 ქულა და 5 მოხსნა 16 წუთში – ესეთია გიორგი შერმადინის დებიუტი „ოლიმპიაკოსში“. პირეოსულმა გრანდმა საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი სრუმრად „პანელეფსინიაკოსს“ მოუგო, ქართველი ცენტრის დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგა.
 
მასპინძლებმა პირეოსულ გრანდს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 76:94 დამარცხდნენ. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 16,32 წუთი გაატარა. მე-9 ნომრით მოთამაშე ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, შერმადინმა 5 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა.
 
ოლიმპიაკოსელებს გეორგიოს პრინტეზისმა 28 ქულით ულიდერა, ხოლო მარტინას გეჩევიჩუსს 18 ქულა ჰქონდა. პირეოსული გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატს 12 მატჩიდან 12 გამარჯვებით ლიდერობს. მომდევნო ტურში, 12 იანვარს, „ოლიმპიაკოსი“ „პანიონიოსს“ უმასპინძლებს.