“ოლიმპიაკოსში” შერმადინის დებიუტი გადაიდო

“ოლიმპიაკოსში” შერმადინის დებიუტი გადაიდო

ესპანური „სარაგოსადან“ ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გადასული გიორგი შერმადინის დებიუტი გადაიდო. 4 დღეა, ქართველი ცენტრი ბერძნულ გუნდშია და ვარჯიშობს, გუშინ კი საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა, თუმცა შერმადინს არ უთამაშია.
„ოლიმპიაკოსი“ სტუმრად „აპოლონ პატრასს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:67 დაამარცხა. შერმადინი განაცხადში არ ყოფილა, მისი დებიუტი სავარაუდოდ ევროლიგის მატჩში, 6 მარტს, იტალიურ „ემპორიო არმანისთან“ შედგება.