ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების პირველი ეტაპის მორიგი გამოცდები ჩატარდა

ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების პირველი ეტაპის მორიგი გამოცდები ჩატარდა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპის გამოცდები გაიმართა. აღნიშნული პროგრამა 2 წლის წინ მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო და დღემდე 200-ზე მეტმა მწვრთნელმა მიიღო პირველი ეტაპის, ეგრედ წოდებული C კატეგორია, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო. მალე დაიწყება პროგრამის მეორე, 14-18 წლამდელ მოზარდებთან მუშაობაზე გათვლილი პროგრამა, თუმცა მის დაწყებამდე პერიოდულად იმართება C კატეგორიის მისაღები გამოცდები.

გამომცდელთა შორის იყვნენ ვეტერანი კალათბურთელები და სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები – ანტონ კაზანჯიანი, გივი ბიჭიაშვილი და გელა წულაძე. გამოცდებში მონაწილეობა 25-მა მწრთნელმა მიიღო, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდები იყვნენ. უმეტესწილად, მონაწილეებმა დადებითი შეფასება მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი თვიდან დაიწყება მეორე ეტაპი, რომლის წარმატებით დამძლევი მწვრთნელები B კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ.