“ოლიმპმა” “ქუთაისი” დაამარცხა

“ოლიმპმა” “ქუთაისი” დაამარცხა

ქალთა ლიგის მორიგ მატჩში ,,ოლიმპმა“ ,,ქუთაისს“ უმასპინძლა და მეტოქე იოლად 99:47 დაამარცხა. დებიუტანტებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს, ხოლო მეორე ათწუთეულში  ქუთაისელებს  პრაქტიკულად შანსიც არ დაუტოვეს და ტაიმში 58:20 იმარჯვეს. 
 ,,ქუთაისმა“ მასპინძლებს ვერც შეხვედრის მეორე ნახევარში გაუწია წინააღმდეგობა. ოლიმპელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს ,,იმერლებს“ და მიმდინარე სეზონში წაუგებლად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. ქუთაისის გუნდს 18 ქულა ნელი ჟორჟოლიანმა შესძინა, ხოლო ,,ოლიმპს“ ხათუნა საჯაიამ ულიდერა, რომელმაც 39 ქულით, 23 მოხსნითა და 11 შედეგიანი გადეცმით სამმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა თიკო ცხადაია, რომელმაც 25 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. 
 ქალთა ლიგის მორიგი მატჩი ხვალ თელავში 16:00 საათზე შედგება, სადაც ერთმანეთს ,,ახმეტა“ და ,,ზესტაფონი“ დაუპირისპირდებიან.
სრულ სტატისტიკას გაეცანით ამ ბმულზე: http://www.superleague.ge/women/?uin=784&lang=ge