კალათბურთის ბავშვთა აკადემიის დარბაზში დასრულდა მინი-ფესტივალი, რომელშიც 1997 წელს დაბადებული ბავსვები იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა “ორბმა”, რომელმაც ჯგუფში ოთხივე შეხვედრა მოიგო და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე. გამარჯვებული გუნდის თავკაცი იყო ზვიად დილბარიძე, რომლის გუნდმაც ოთხივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ მინიმუმ 7 ქულის ჰანდიკაპით დაასრულა..
მეორე ადგილი წილად ხვდა გია კაზანჯიანის მიერ გაწვრთნილ “აკადემიას”, რომელსაც ბოლო სათამაშო დღეს მეორე ადგილზე გასასვლელად “რუსთავთან” მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა და დაძაბული მატჩი, საბოლოოდ 34:31 მოიგო, რაშიც ყველაზე დიდი როლი დათო ლეშკაშელმა შეიტანა. მან ჯერ ბოლო წუთზე ორივე საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო საბოლოო ჯამში კი თავისი გუნდის 34 ქულიდან 24 დააგროვა.
ტურნირის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო დახურვის ცერემონიალი და ტურნირის ყველა მონაწილეს სამახსოვროდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან “მოლტენის” ბურთები გადაეცა.
საბოლოო მდგომარეობა
1. ორბი 4 4:0 8 ქულა2. აკადემია 4 2 1 1 5 ქულა3. რუსთავი 4 2 2 44. მართვე 4 1 1 2 3 5. ნაბოლარები 4 4 0 0