“ვაშინგტონთან” შეხვედრაში “ატლანტას” მიკროტრავმით ძირითადი ცენტრი ლორენცენ რაიტი გამოაკლდა, რამაც მომდევნო შეხვედრაში, შინ “ნიუ იორკთან” თავის გამოჩენის თავიდანვე გამოჩენის შანსი ზაზა ფაჩულიას მისცა.“ვაშინგტონთან” 22 წუთში საქართველოს ნაკრების ლიდერმა თამაშიდან 6-დან მხოლოდ 2 ტყორცნა შეასრულა ზუსტად და საერთოდაც, ეს მისი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა.ბრენდან ჰეივუდის (23 წუთში 10-დან 6 ზუსტი სროლა და ერთადერთი შეცდომა) წინააღმდეგ ჯახში ფაჩულიამ თავი სანახევროდ თუ გამოიჩინა და 4-4 შეცდომა-ფოლითაც ოდნავ გაიუარესა პირადი სტატისტიკური მონაგარი.“ნიუ იორკთან” ჯახში წინა მატჩთან შედარებით ზაზა უკეთ კი გამოიყურებოდა, მაგრამ ძალიან დიდ დროში ჩვენს თანამემამულეს მაინც ოდნავ უკეთ უნდა ეთამაშა. ფაჩულიამ შესანიშნავად შეასრულა “ცოცხალი” სროლები, 4-დან მხოლოდ 1 ტყორცნა ვერ გამოიყენა და ასევე ერთადერთი სროლა ვერ შეასრულა ზუსტად საჯარიმოს ხაზიდან (6-ში 5).“ჰოქსი” ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა, ჯოშ სმიტმა კი ერთი რეკორდი დაამყარა. ლიგის ისტორიაში იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (21 წელი, 88 დღე), რომელსაც 500 დაფარება დაუგროვდა.
3 მარტივაშინგტონი-ატლანტა 93:9225:24, 22:21, 27:22, 19:25ვაშინგტონი: ჯეიმისონი (39 წთ. 22 ქ. 6 მ. 3 პ. 1 ჩ), არენასი (38 წთ. 19 ქ. 5 მ. 3 პ. 2 ჩ), ჰეივუდი (23 წთ. 14 ქ. 9 მ. 1 ჩ. 1 დ), სტივენსონი (30 წთ. 9 ქ. 5 პ. 3 მ. 1 დ), კ. ბატლერი (32 წთ. 4 ქ. 8 მ. 5 პ. 3 ჩ) – ბლატჩე (10 წთ. 7 ქ. 2 მ), ა. დენიელსი (21 წთ. 6 ქ. 2 პ. 1 მ), ჯ. ჰეიესი (17 წთ. 6 ქ. 3 მ), ე. ტომასი (4 ქ. 4 მ. 2 პ. 2 დ), სონგაილა (5 წთ. 2 ქ. 3 მ. 1 პ), ბუტი (7 წთ. უქულოდ, 1 მ. 1 პ. 1 დ), რ. მეისონი.ატლანტა: ჯოშ სმიტი (43 წთ. 24 ქ. 14 მ. 7 დ. 2 ჩ. 2 პ), მერვინ უილიამსი (38 წთ. 21 ქ. 6 მ. 1 პ. 1 ჩ), ჯ. ჯონსონი (42 წთ. 20 ქ. 6 პ. 4 მ. 1 ჩ), კლექსტონი (19 წთ. 2 ქ. 5 პ. 2 ჩ), ლ. რაიტი (8 წთ. უქულოდ, 1 ჩ) – ჩილდრესი (30 წთ. 16 ქ. 8 მ. 2 პ. 1 დ), ზაზა ფაჩულია (22 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჩრა, 4 შეცდომა, 1 ფოლი), ე. ჯონსონი (6 წთ. უქულოდ, 1 მ. 1 პ), ლიუ (22 წთ. უქულოდ, 1 მ), შელდენ უილიამსი (5 წთ. უქულოდ, 1 მ).
4 მარტიატლანტა-ნიუ იორკი 100:104 ო.ტ.31:15, 18:22, 22:25, 16:25, 13:17ატლანტა: ჯ. ჯონსონი (49 წთ. 32 ქ. 8 მ. 7 პ. 3 ჩ), ჯოშ სმიტი (44 წთ. 20 ქ. 11 მ. 6 პ. 3 დ. 1 ჩ), მერვინ უილიამსი (29 წთ. 14 ქ. 2 მ), ზაზა ფაჩულია (40 წუთი, 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი, 1 დაფარება, 3 შეცდომა, 4 ფოლი), კლექსტონი (15 წთ. უქულოდ, 1 მ. 1 პ) – ჩილდრესი (41 წთ. 14 ქ. 10 მ. 3 პ. 1 ჩ. 1 დ), ლიუ (22 წთ. 5 ქ. 1 პ. 1 ჩ), ე. ჯონსონი (17 წთ. 3 ქ. შელდენ უილიამსი (5 წთ. 1 მ. 1 პ), უქულოდ, 2 მ(, ს. სტაუდმაიერი. ნიუ იორკი: მარბერი (51 წთ. 38 ქ. 9 პ. 5 მ. 5 ჩ. 1 დ), კარი (30 წთ. 9 ქ. 4 მ. 2 პ), ფრაი (13 წთ. 7 ქ. 3 მ), ჯეფრიზი (40 წთ. 6 ქ. 7 მ. 3 ჩ. 1 პ), კ. რიჩარდსონი (10 წთ. უქულოდ, 2 მ) – ფრენსისი (41 წთ. 26 ქ. 6 მ. 3 პ. 3 ჩ), ბალკმენი (38 წთ. 12 ქ. 13 მ. 1 პ. 1 ჩ), მ. კოლინზი (33 წთ. 4 ქ. 3 მ. 1 პ), მ. როუზი (1 წთ. 2 ქ), კეიტო (2 წთ. უქულოდ, 1 მ), ჯ. ჯეიმსი.
ატლანტა ჰოქსი: 60 მატჩი, 22 მოგება, 38 წაგება, ბოლო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, მე-13 ადგილი აღმოსაველთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: მაიამი – ატლანტა (5 მარტი).