ფაჩულია “ლეიკერსტან” საუკეთესო იყო

ზაზა ფაჩულიას გასაოცარი ბევრი არაფერი გაუკეთებია „ლეიკერსთან“ მატჩში, თუმც მისი შედეგი მთლიანობაში საუკეთესო გამოდგა ატლანტელთაგან. ჯორჯიელთა ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 9 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მისი ეგრედ წოდებული მარგი ქმედების კოეფიციენტი თავის გუნდში ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.
ატლანტელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა მასპინძლებს, შემდეგ კი „ლეიკერსმა“ ინიციატივა მოიპოვა და საბოლოოდ იოლადაც გაიმაჯვა – 96:83.
ატლანტელებისთვის ეს აღმოჩნდა 31–ე გამარჯვება და ისინი კვლავ მეოთხე ადგილზე არიან აღმოსავლეთ კონფერენციაში.
 

ზაზა ფაჩულია (მარჯვნივ) პაუ გასოლის წინააღმდეგ