ზაზა ფაჩულიას არყოფნაში „მილუოკიმ“ კიდევ ერთი თამაში მოიგო. მილუოკელებმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, 32 მოგების მქონე „პორტლენდს“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად – 95:87 მოუგეს.
ტრავმირებული ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა ჯონ ჰენსონმა 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო საუკეთესო ჯარედ დადლი გახლდათ 18 ქულით. ოჯეი მაიო მილუოკელებს 17 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.
25 მოგებითა და 22 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე მყარაგაა გამაგრებული და მეზობლებთან ისეთი სხვაობითაა დაშორებული, ახლო მომავალში ვერც ზევით ავა და არც დაქვეითდება.
მომავალი მატჩი ფაჩულიას გუნდს 2 თებერვალს ისევ შინ, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე საფეხურზე მყოფ „ტორონტოსთან“ აქვს. ფაჩულიას სტატუსი ტორონტოელებთან ჯერ უცნობია. მას ფეხის მცირე ტრავმა აწუხებს და გავა თუ არა მოედანზე, სავარაუდოდ მატჩის დღეს გადაწყდება.