ფაჩულია მილუოკიში შედეგებს აუმჯობესებს

ფაჩულია მილუოკიში შედეგებს აუმჯობესებს

ზაზა ფაჩულიამ “მილუოკიში” მეორე მატჩი ჩაატარა. 6-თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს მობრუნებულმა ქართველმა ცენტრმა ნბა-ს საგამოფენო მატჩში “ნიუ იორკის” წინააღმდეგ ითამაშა და შესანიშნავი სტატისტიკა აჩვენა: 7 ქულ, 9 მოხსნა და 5 პასი.
შეხვედრა მასპინძლებმა, ნიუიორკელმა კალათბურთელებმა მოიგეს – 105:95. ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში მილუოკელთა ძირითად ცენტრზე უკეთ ითამაშა. სანდერსმა 24 წუთში 7 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
ბოლო საგამოფენო შეხვედრას “მილუოკი ბაქსი” 25 ოქტომბერს, “ტორონტო რეპტორზის” წინააღმდეგ გამართავს.