ფაჩულია ნბა-ს ფინალშია: “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდის” წინააღმდეგ

ფაჩულია ნბა-ს ფინალშია: “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდის” წინააღმდეგ

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ფინალშია. “გოლდენ სტეიტ უორიორსმა”, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი იცავს, ნახევარფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი სერია ჰიუსტონში “როკეტსს” 101:92 მოუგო და ფინალში გავიდა. ოკლენდელებმა, რომლებიც დიდ შესვენებაზე 11 ქულით აგებდნენ, უმძლავრესი მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 33:15 მოიგეს და რეგულარული ჩემპიონატის მომგები “ჰიუსტონი” წელში გადატეხეს.

ჰიუსტონელებს აკლდათ ლეგენდარული კრის პოლი, რომელმაც მე-5 მატჩში ტრავმა მიიღო და სერიის ბოლო 2, წაგებულ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. ტრავმა არ იყო მიზეზი, თუმცა პოლის დარად სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გასულა ზაზა ფაჩულია, რომელიც მწვრთნელ სტივ კერს საკუთარი მოსაზრებების გამო სათადარიგოდ ჰყავს გამწესებული და თანასწორ ორთაბრძოლაში მოედანზე არ გაჰყავს.

“გოლდენ სტეიტს” ულიდერა კევინ დიურანტმა, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა. 27 ქულა, 10 პაი და 9 მოხსნა დააგროვა გამარჯვების დიურანტზე არანაკლებმა შემოქმედმა სტეფ კარიმ. კლეი ტომპსონმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, ხოლო დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 

ნბა-ს ფინალური სერია 31 მაისს დაიწყება. “კლივლენდისა” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირებაში მოედნის უპირატესობა ოკლენდელებს ექნებათ.