ზაზა ფაჩულიამ კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 27 ქულით ამერიკულ პროფესიულ ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა და სწორედ მისი ფენომენალური გამოსვლით მოახერხა დასუსტებულმა “ჰოქსმა” (მასპინძლებს ტრავმების გამო ჯო ჯონსონი, მერვინ უილიამსი, ლორენცენ რაიტი და სპიდი კლექსტონი არ ჰყოლიათ) მასზე კარგად დაკომლექტებული “ვაშინგტონის” დამარცხება. ძაზას წინა რეკორდი 26 ქულა იყო. ეს შედეგი მან 2006 წლის 15 მარტს “ნიქსთან” აჩვენა. გაეცანით მატჩის სრულ სტატისტიკას.ატლანტა-ვაშინგტონი 100:97 21:31, 23:21, 27:15, 29:30ატლანტა: ზაზა ფაჩულია (39 წუთი, 27 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება, 1 ჩაჭრა, 4 შეცდომა, 4 ფოლი), ე. ჯონსონი (44 წთ. 19 ქ. 4 პ. 3 მ. 1 ჩ. 1 დ), ჯოშ სმიტი (27 წთ. 13 ქ. 3 მ. 3 დ. 1 ჩ), ს. ჯოუნსი (23 წთ. 8 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 დ), ჩილდრესი (45 წთ. 7 ქ. 13 მ. 2 პ. 1 დ) – ს. სტაუდმაიერი (32 წთ. 13 ქ. 5 მ. 4 პ), ლიუ (15 წთ. 7 ქ. 1 მ. 1 პ), შელდენ უილიამსი (12 წთ. 6 ქ. 1 მ. 1 ჩ. 1 დ), აივი.ვაშინგტონი: არენასი (38 წთ. 28 ქ. 5 მ. 4 პ. 4 ჩ. 1 დ), ჯეიმისონი (39 წთ. 22 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ), კ. ბატლერი (40 წთ. 19 ქ. 11 მ. 3 პ. 2 ჩ), სტივენსონი (26 წთ. 6 ქ. 2 პ. 2 ჩ. 1 მ), ჰეივუდი (24 წთ. 4 ქ. 7 მ. 3 დ) – ბუტი (10 წთ. 4 ქ. 2 მ. 1 დ), ა. დენიელსი (17 წთ. 4 ქ. 2 პ), სონგაილა (14 წთ. 4 ქ. 1 მ. 1 პ), რ. მეისონი (16 წთ. 2 ქ. 2 მ), ჯ. ჰეიესი (9 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 პ), დ. ტეილორი (4 წთ. 2 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), ბლატჩე (5 წთ. უქულოდ, 3 მ).
ატლანტა ჰოქსი: 62 მატჩი, 23 მოგება, 39 წაგება, მეოთხე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, მე-13 ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: ატლანტა-მემფისი (9 მარტი).