გასული წლის ბოლო დღის საღამოს ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ სტუმრად „ოკლაჰომას“ შეხვდა და 94:103 წააგო. ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში 14,43 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
გაუგებარია, რატო არ ათამაშებენ ზაზას ხუთეულში, როცა ძირითადის უხეირო ცენტრი ჯეისონ კოლინსი გუნდს ვერაფრით ეხმარება. კოლინსმა 22 წუთი ისე გაატარა მოედანზე, რომ ქულა ვერ მოინაგრა. მას თამაშიდან არც შეუტევია, ხოლო ორივე საჯარიმო ააცილა. ჯეისონმა 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა.
ზაზა გაცილებით აქტიური იყო და 14 წუთში მეტოქის ფარს თამაშიდან 6–ჯერ შეუტია, საიდანაც 2 ჩააგდო. პლუს ამას, ფაჩულიამ 4 ცდიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაშ, საკმაოდ სარგებლიანი იყო.
21 მოგებითა და 14 მარცხით, “ატლანტა” სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მე-3, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 3 იანვრის დილას, ლოს ანჟელესში, ადგილობრივი “კლიპერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.