ფაჩულია ვარჯიშს შეუდგა, შენგელიამ კი წუთნახევარი ითამაშა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე სეზონში მესამედ შეხვდნენ ქართველი კალათბურთელების გუნდები – „ატლანტა ჰოუქსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრები მოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.  ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გასვლა ტრავმის გამო ვერ შეძლო, ხოლო ახალგაზრდა თორნიკე შენგელიას იმდენი გამოცდილება ჯერ არა აქვს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში ენდნონ.
 
შენგელია მოედანზე 1,36 წუთით მაშინ გამოჩნდა, როცა შეხვედრის ბედი ატლანტელთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი იყო. შეხვედრა ბრუკლინში გაიმართა და საწყისი 3 მეოთხედი თანაბრად წარიმართა. ატლანტელებმა ბოლო პერიოდი 14 ქულის სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ 105:93 იმარჯვეს. ან მოგების შემდეგ „ატლანტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე აღზევდა, „ბრუკლინი“ კი კვლავ მეოთხეა.
 
ფაჩულიასთვის ეს ზედიზედ მე-8 გამოტოვებული მატჩი იყო. სასიხარულო ინფორმაცია კი ისაა, რომ ზაზას ტრავმა აღარ აწუხებს და ვარჯიშს შეუდგა. ნელ-ნელა ის ფორმა აღიდგენს და მოედანს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.