ფაჩულიამ “ატლანტას” 2–2 ქულა–მოხსნა მიაშველა

ფაჩულიამ “ატლანტას” 2–2 ქულა–მოხსნა მიაშველა

„ატლანტა ჰოუქსის“ მწვრთნელმა ზაზა ფაჩულიასადმი სტაბილურობის შეგრძნება დაკარგა და ქართველ ცენტრს ხან ძალიან მცირე ხნით ათამაშებს, ხანაც 18–20 წუთს. ამჯერად, მილუოკიში „ბაქსთან“ 95:80 მოგებულ შეხვედრაში ფაჩულია მხოლოდ 5 წუთით გამოვიდა მოედანზე.
 
ამ მცირე დროში ზაზას რა უნდა მოესწრო. მან თამაშიდან 1 სროლა ააცილა, ხოლო 2 საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 2 ქულით, 2 მოხსწნითა და 1 პასით დატოვა. ატლანტელთაგან საუკეთესო კი ალ ჰორფორდი გახდა, რომელმაც 41 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა  და 3 პასი მიითვალა.
 
ატლანტელებისთვის ამ გამარჯვებას სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია. ფაჩულიას გუნდი აღმნოსავლეთ კონფერენციაში მე–6 ადგილზე რჩება.
მომდევნო შეხვედრას „ქორები“ 29 დეკემბერს შინ „გოლდენ სტეიტთან“ გამართავენ.