ზაზა ფაჩულია საგამოფენო მატჩებში დაუმარცხებელია. „ატლანტა ჰოუქსმა“ ყველა ის მატჩი მოიგო, რომელშიც ქართველმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ჯორჯიელებმა 10 ოქტომბერს „პორტლენდთან“ გამართეს და რომელშიც ფაჩულია საპატიო მიზეზის არ თამაშობდა, „ქორებმა“ მარცხი განიცადეს.
ზაზა ფაჩულია შარლოტელ ანდრე ბრაუნს იჭერს
ატლანტელთა ქართველი ცენტრი მამა გახდა და ამიტომ გამოტოვა „პორტლენდთან“ მატჩი. მანამდე ის ატლანტელებს „ორლანდოსა“ და „ფინიქსის“დამარცხებაში დაეხმარა, გუშინ კი „შარლოტის“ ძლევაშიც დაიდო არცთუ მოკრძალებული წილი.ზაზამ 23 წუთი ითამაშა და 11 ქულას მოუყარა თავი, საიდანაც 7 საჯარიმოს ხაზიდან ისე შეაგროვა, რომ ერთიც არ აუცდენია. შესაბამისად, დარჩენილი 4 ქულა მან საშუალო დისტანციებიდან მიითვალა. ზაზამ სულ სამჯერ შეუტია შარლოტელთა კალათს და აქედან 2–ჯერ მიზანში გაარტყა.ფაჩულიან 11 ქულასთან ერთად 7 მოხსნაც მიითვალა, ბურთი ერთხელ ჩაჭრა და სამწუხაროდ, 6–ჯერ დაკარგა. თუმცა მან მაინც აჯობა მის უმთავრეს კონკურენტს, „ატლანტას“ ხუთეულში ფეხგადგმულ ალ ჰორჰორდს, ვინაც 29 წუთში მხოლოდ 3 ქულა შეაკოწიწა.თავად თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა. ატლანტელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა, შარშანდელ დრაფტზე მე–11 ნომრად არჩულმა ელის ლოუმ საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩაუგდო შარლოტელებს თავისიანებს მეოთხე საგამოფენო მატჩში მესამეჯერ გაამარჯვებინა.მომდევნო საგამოფენო მატჩს ატლანტელები ზეგ გამთენიისას, შინ „ფინიქსთან“ გამართავენ.