ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო შეხვედრა გამართა. საქართველოს ნაკრების ლიდერის “ატლანტა ჰოქსი” შინ ლიგის ერთ-ერთ გრანდს, ტიმ დანკანის “სპურს” შეხვდა.ზაზამ მეორე მეოთხედის მთლიანად გამოტოვების მიუხედავად, 23 წუთში 23 ქულა დააგროვა, რაც მისთვის ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე ზაზას ოთხჯერ 22-22 ქულა ჰქონდა დაგროვილი. ფაჩულიამ მესამე მეოთხედში 15 ქულა გააკეთა და მეოთხედის დასრულებამდე 1 წამით ადრე მისი ორქულიანით “ჰოქსმა” ანგარიში გაათანაბრა. სამწუხაროდ, ბოლო 12 წუთში დანკანმა და მანუ ჯინობილიმ მასპინძლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და “სან ანტონიომ” 103:96 იმარჯვა.
ატლანტა-სან ანტონიო 96:10321:23, 22:29, 27:18, 26:33ატლანტა: ჯო ჯონსონი (47 წთ. 30 ქ. 5 მ. 4 პ. 2 ჩ. 1 დ), მერვინ უილიამსი (34 წთ. 16 ქ. 6 მ. 3 პ. 1 ჩ. 1 დ), ჯოშ სმიტი (36 წთ. 9 ქ. 11 მ. 6 პ. 2 დ), ლ. რაიტი (14 წთ. უქულოდ, 4 მ. 1 ჩ), აივი (7 წთ. უქულოდ, 1 მ) – ზაზა ფაჩულია (23 წუთი, 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 შეცდომა, 3 ფოლი), ჩილდრესი (35 წთ. 14 ქ. 6 მ. 1 პ. 1 დ), ს. სტაუდმაიერი (9 წთ. 4 ქ. 2 მ. 1 პ), შელდენ უილიამსი (7 წთ. უქულოდ, 2 მ. 1 პ), კლექსტონი (21 წთ. უქულოდ, 2 პ. 1 მ. 1 ჩ), ს. ჯოუნსი (1 წთ. უქულოდ, 1 დ).სან ანტონიო: დანკანი (37 წთ. 30 ქ. 9 მ. 2 დ. 1 პ), ბ. ბერი (31 წთ. 18 ქ. 2 მ. 1 ჩ), ტ. პარკერი (23 წთ. 6 ქ. 4 პ. 1 მ. 1 ჩ), ბ. ბოუენი (32 წთ. 2 ქ. 7 მ. 1 პ), ელსონი (12 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 დ) – ჯინობილი (32 წთ. 40 ქ. 8 მ. 4 პ. 1 ჩ. 1 დ), ვონი (23 წთ. 2 ქ. 6 პ. 3 მ. 1 ჩ), ობერტო (12 წთ. 2 ქ. 7 მ), ბონერი (12 წთ. 1 ქ. 2 მ. 1 ჩ), ფინლი (20 წთ. უქულოდ, 2 მ. 1 ჩ), უდრიხი.
21.02.2007
ფაჩულიას გუნდი “ბულზთან” აგებს
ზაზა ფაჩულიამ 25 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ საბოლოო გამარჯვებისთვის და “ატლანტა ჰოქსი” გასვლაზე 81:106 დამარცხდა.სტუმრებმა მესამე მეოთხედში თამაშიდან ერთი სროლაც ვერ შეასრუყლეს ზუსტად, მასპინძლებმა კი საოცრად დაბალანსებული შეტევის ხარჯზე იმარჯვეს. ზაზას ამ მატჩში ლიგის ოთხგზის საუკეთესო დამცველის, ბენ უოლასის წინააღმდეგ თამაში მოუხდა.
ჩიკაგო-ატლანტა 106:8126:19, 22:24, 28:8, 30:30ჩიკაგო: ჰაინრიხი (28 წთ. 16 ქ. 3 მ. 1 პ), გორდონი (20 წთ. 6 ქ. 1 მ. 3 პ), პი. ჟეი. ბრაუნი (21 წთ. 11 ქ. 9 მ. 1 პ), დენგი (29 წთ. 16 ქ. 6 მ. 2 პ), ბ. უოლასი (32 წთ. 4 ქ. 14 მ. 2 პ. 1 დ), დიუჰონი (17 ქ), მ. ალენი (12 ქ), ედი გრიფინი (10 ქ), ხრიაპა (6 ქ), ტაირუს ტომასი (6 ქ), სეფოლოშა (2 ქ).ატლანტა: აივი (11 წთ. უქულოდ, 3 მ. 1 პ), ჯო ჯონსონი (34 წთ. 9 ქ. 1 მ. 2 პ), Mერვინ უილიამსი (27 წთ. 12 ქ. 6 მ. 3 პ), ჯოშ სმიტი (33 წთ. 11 ქ. 8 მ. 1 პ), ლ. რაიტი (16 წთ. 4 ქ. 1 მ. 1 პ) – ჩილდრესი (16 ქ), ს. სტაუდმაიერი (10 ქ), ზაზა ფაჩულია (25 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა), შელდენ უილიამსი (5 ქ), მედვედენკო (5 ქ), კლექსტონი, ს. ჯოუნსი.