ფაჩულიამ ორლანდოში 5 მოხსნა და 2 ქულა მოაგროვა

ფაჩულიამ ორლანდოში 5 მოხსნა და 2 ქულა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიას „მილუოკი ბაქსმა“ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. მილუოკელები ორლანდოში „მეჯიქს“ შეხვდნენ და 85:101 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 15 წუთით იმყოფებოდა. ზაზამ 3-ჯერ შეუტია ორლანდოელთა ფარს და 1 სროლა ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.
„მილუოკიში“ 24 ქულით საუკეთესო ბრენდონ ნაითი გახლდათ, ბერძენმა გიანის ანტეტოკოუმპომ შეხვედრა 19 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.  „ორლანდოშ“ 26 ქულითა და 10 მოხსნით ტობიას ჰარისი გამოირჩა.
„მილუოკის“ 4 მოგება და 5 მარცხი აქვს, ცენტრალურ დივიზიონში მე-3, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.