ფაჩულიამ “პორტლენდს” 10 ქულა ჩაუგდო

დღევანდელი დღე რომ თენდებოდა, ამერიკის უკიდურეს დასავლეთით მდებარე ქალაქ პორტლენდში „ატლანტა ჰოუქსი“ მასპინძელ „ბლეიზერსს“ ეთამაშა და მორიგი გამარჯვებაც მოიპოვა – 97:91. ჯორჯიელების გამარჯვება ძირითადად ჯამალ კროუფორდის დიდებულმა თამაშმა განაპირობა, თუმც ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც თქვა თავისი სიტყვა.
ზაზას ბევრი არ უთამაშია, მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა, თუმცა ასე მცირე დროის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანი იყო. ფაჩულიამ თამაშიდან ნასროლი 6 ბურთიდან 4 მოათავსა პორტლენდელთა კალათში, რასაც 4–დან 4 საჯარიმოც მოაყოლა და მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა. ამასთან, ზაზას 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ატლანტელებს 4 თამაშიდან 3 გამარჯვება აქვთ და სამხრეთ–აღმოსავლეთის დივიზიონს „ორლანდოსთან“ ერთად ლიდერობენ. მომდევნო მატჩს „ქორები“ ხვალ საკრამენტიშო ითამაშებენ.