ფაჩულიამ სეზონის მე-18 ორმაგი დუბლი მაიამიში გაიფორმა

ფაჩულიამ სეზონის მე-18 ორმაგი დუბლი მაიამიში გაიფორმა

ლიგის მოქმედი ჩემპიონისა და ამჟამინდელ ლიდერ „გოლდენ სტეიტის“ დამარცხების შემდეგ „დალას მავერიკსმა“ მაიამიში წააგო, თუმცა ქართველებს იმით შეგვიძლია გავიხაროთ, რომ ზაზა ფაჩულიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს ქართველი ცენტრის მე-18 დაბლ-დაბლია მიმდინარე სეზონში.
დალასეზელბამ პირველი მეოთხედი 10:22 დათმეს და მას შემდეგ ამაოდ ცდილობდნენ მასპინძლეთა წამოწევას. მაიამელები ჰასან უაითსაიდის (25 ქულა, 19 მოხსნა) წინამძღოლობით იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე – 106:82.
ჰასან უაითსაიდი შეუჩერებელი იყო
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩაგდო. ზაზას მონაგარმა საბოლოო ჯამში 14 ქულა, 13 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება შეადგინა. ამ შედეგით ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო. მის კვალზე 12 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დირკ ნოვიცკიმ თავი 11 ქულას მოუყარა.
19 მოგებისა და 14 მარცხის მქონე „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩში, ჩვენი დროით 3 იანვრის გარიჭრაჭზე ფაჩულიას გუნდი „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლებს.