მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა ჰოქსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.
მორიგ მატჩში “ჰოქსი” გასვლაზე “სან ანტონიო სპურს” შეხვდა და პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოქმედ ჩემპიონებს 16:5 მოუგეს, ფავორიტმა კი 17 სროლიდან 16 ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.
რაც შეეხება ფაჩულიას, მან შეხვედრა 14 ქულით (ამ სეზონის პირადი რეკორდის გამეორება), 3 მოხსნითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაასრულა და თამაშიდან 6/4 სროლა გამოიყენა. ფაჩულიას ტიმ დანკანისა და კურტ ტომასის წინააღმდეგ თამაში უწევდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 54 მატჩი, 22:32, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 27 თებერვალი (შინ, საკრამენტოსთან).