ფაჩულიან პლეი ოფი გაინაღდა

ფაჩულიან პლეი ოფი გაინაღდა

ეჭვს არ იწვევდა, რომ ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“ პლეი ოფში გავიდოდა, მაგრამ ამ ფაქტმა ოფიციალური სტატუსი ახლა შეიძინა. „ქორებმა“ საკუთარ არენაზე „სან ანტონიოს“ ოვრტაიმში 119:114 დამარცხების შემდეგ პლეი ოფის საგზური გაინაღდეს.
ზაზამ ამ მატჩში 12 წუთი ითამაშა და 3–3 ქულა–მოხსნა მიითვალა. მეორე დღეს, ანუ 23 მარტი რომ თენდებოდა, ატლანტელები ფაჩულიას ყოფილ გუნდ „მილუოკის“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 95:98 დამარცხდნენ.
ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში 10 წუთს ითამაშა და 2 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მიითვალა.
„ატლანტას“ 45 მოგება და 25 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში  „ბოსტონთან“ ერთად 3–4 ადგილებს იყოფს.