ზაზა ფაჩულიამ ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატი ხუთეულში თამაშით დაასრულა. პლეი ოფში ადგილდაბევებულმა „ატლანტამ“ სტუმრად „მემფისთან“ გუნდის ლიდერები დაასვენა და წააგო კიდეც, თუმცა ჯორჯიელების ფიქრი ახლა პელი ოფის პირველ რაუნდზეა გადატანილი და მემფსში წარმატება მათ ნაკლებას ანაღვლებდათ.
შეხვედრა „მემფისმა“ 98:90 მოიგო, ატლანტელთა ქართველმა ცენტრმა კი 23 წუთი ითამაშა და 4 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. ზაზამ საშუალო მანძილიდან ნასროლი 6 ბურთიდან 2 მოათავსა მემფისელთა კალათში, ხოლო 2 საჯარიმოდან ორივე აუცდა.
„ატლანტა“ აღმოსავლეთ დივიზიონში მეოთხე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის პირველ რაუნდში მეხუთეადგილოსან „მაიამის“ შეხვდება, რომელთანაც მოედნის უპირატესობა ექნება. მომდევნო წრეში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს. სერიის პირველი მატჩი 19 აპრილს „ატლანტაში“ გაიმართება.