ფაჩულიას 10 ქულა და 7 მოხსნა 17 წუთში

ფაჩულიას 10 ქულა და 7 მოხსნა 17 წუთში

ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ მოქმედ ჩემპიონთან წააგო. მილუოკელებმა „სან ანტონიო სფურსს“ უმასპინძლეს და 103:114 დამარცხდნენ. ჩემპიონებს მანუ ჯინობილი აკლდათ, თუმცა მილუოკელებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ ოჯეი მაიო და ჯარედ დადლი.
ქართველმა ცენტრმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, მხოლოდ 17 წუთი ითამაშა. ზაზა საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და ორმაგ დუბლსაც მიუახლოვდა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 10 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.
მილუოკელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა უწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ზაზას გარდა ყველამ 30 წუთზე მეტი ითამაშა. საუკეთესო შედეგი გიანის ანტეტოკოუმპომ აჩვენა 19 ქულითა და 9 მოხსნით, 17 ქულა დააგროვა ერსან ილიასოვამ. „სან ანტონიოში“ საუკეთესო უბერებელი ტიმ დანკანი გახლდათ, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
„მილუოკის“ მოგებ-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა: 34-34. მიუხედსავად ამისა, ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარადაა მე-6 ადგილზე. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 20 მარტს ბრუკლინში „ნეთსთან“ ელის.