ზაზა ფაჩულიას ჩინებული მატჩი „დალას მავერიკსში“. მომდევნო საგამოფენო მატჩში დალასელები სტუმრად „ოკლაჰომას“ შეხვდნენ და წინა 2 შეხვედრის მსგავსად, წააგეს – ამჯერად 88:100.
ისევ არ უთამაშია დირკ ნოვიცკის, რომელსაც მწვრთნელისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება და როგორც დამსახურებულ ვეტერანსა და გუნდის უპირობო ლიდერს, მწვრთნელი ასვენებს. რაც შეეხებათ სასტარტო ხუთეულის სხვა წევრებსა – დერონ უილიამსს, ჩენდლერ პერსონს და უესლი მეთიუზს – მათ ტრავმები აწუხებთ.
ქართველი ცენტრი დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიაზე უკეთესი შედეგიანობა დალასელთაგან მხოლოდ ჯონ ჯენკინსს ჰქონდა, რომელმაც 29 წუთში 26 ქულა მოაგროვა. ოკლაჰომელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო რასელ ვესტბრუკი, ხოლო კევინ დურანტმა 10 ქულა მიითვალა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს „დალასი“ 16 ოქტომბერს, შინ „ატლანტასთან“ ჩაატარებს.
ზაზა ფაჩულია რასელ ვესტბრუკისდაფარებას ცდილობს